გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანია უკრაინას Patriot-ების საკუთარი მარაგის მეოთხედს გადასცემს.
მისივე თქმით, გერმანიას არ შეუძლია უკრაინას მეტი პატრიოტის სარაკეტო სისტემა მიაწოდოს.
,,გერმანია უკრაინას Patriot-ის მესამე სისტემის გადაცემით, რომელსაც ქვეყანა უახლოეს მომავალში მიიღებს, ამ იარაღის საკუთარი მარაგის მეოთხედს გადასცემს.
ეს არის ჩვენი საკუთარი რეზერვების მეოთხედი, მეტის გადაცემის შესაძლებლობა არ არსებობს“, - განაცხადა მინისტრმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
,,ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ, მაგრამ სხვებმა შეიძლება მეტი გააკეთონ,” - დასძინა მან.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, „დიდი შვიდეული“ უკრაინისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდა.