იტალიაში ,,დიდი შვიდეულის" სამიტი დაიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს, ყოველი შეხვედრა ემსახურება იმ მიზანს, რომ უკრაინას გამარჯვების ახალი შესაძლებლობები მისცეს.
,,G7 სამიტი. უკრაინის, საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანი მშვიდობის აშკარა მხარდაჭერა. ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს და ვმატებთ ძალას ჩვენი სიცოცხლის დაცვას.
ყოველი შეხვედრა ემსახურება იმ მიზანს, რომ უკრაინას გამარჯვების ახალი შესაძლებლობები მისცეს. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის", - წერს ზელენსკი და სამიტიდან ფოტოებს ავრცელებს.