რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, საფრანგეთი სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში, რაც რუსეთთან პირდაპირი შეტაკების შესაძლებლობას აახლოებს.
„საფრანგეთი სულ უფრო მეტად ერთვება უკრაინის კონფლიქტში. ვითარების ძირის გამოთხრით თანმიმდევრულად ანაცვლებს დახმარების ნებისმიერ იდეას და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირი შეტაკების შესაძლებლობას აახლოებს. ეს სავსეა არაპროგნოზირებადი შედეგებით უსაფრთხოებისთვის არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.