საქართველოში სიტუაციის გართულება ძალიან მაშინებს, - ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა.
ელჩის თქმით, პოლონეთი საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერს.
,,რა თქმა უნდა, ჩემი გამოცდილება სპეციფიკურია და ეს მე რამდენიმე პარლამენტარს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს გავუზიარე, რადგან მე ბელარუსშიც ვიყავი ელჩი და შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაციის გართულება ძალიან მაშინებს. მაგრამ მწამს, რომ ამას ქართველი ხალხი გაუმკლავდება და პოლიტიკურად გადაჭრის ამ სიტუაციას ერისთვის სასარგებლოდ. გისურვებთ საუკეთესოს ევროპულ გზაზე და პოლონეთი ყოველთვის თქვენ გვერდით არის'', - განაცხადა ელჩმა.