შვეიცარიაში გლობალური მშვიდობის სამიტი იწყება, რომელსაც საქართელოს პრემიერ-მინისტრი არ დაესწრება, რადგან მას მოწვევა არ მიუღია. ინფორმაცია TV24-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ქვეყანას სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილი წარადგენს.
გლობალური მშვიდობის სამიტის მიზანი, უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო შეთავაზებების განხილვა და მის გარშემო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა.
შვეიცარიაში უკრაინის სამშვიდობო სამიტი 15-16 ივნისს გაიმართება, რომელსაც 90-მდე ქვეყნის დელეგაცია დაესწრება.