უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების პირობების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
ზელენსკიმ პუტინის წინადადებები ჰიტლერის პოლიტიკას შეადარა.
,,ეს ულტიმატუმია და არაფრით განსხვავდება წინა ულტიმატუმებისგან. ეს ნაციზმის მეორე აღორძინებაა. ეს არის ახალი ტალღა, რადგან ეს ნაციზმი რუსულია. ეს არის იგივე მესიჯები, რაც ჰიტლერს ჰქონდა... ას წელზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც მან თქვა: „მომეცი ჩეხოსლოვაკიის ნაწილი - და ეს ყველაფერი დამთავრდება“. ეს ისტორიულად ტყუილია. ამის შემდეგ მან პოლონეთის ნაწილი მოითხოვა, ამის შემდეგ მოხდა მთელი ევროპის ოკუპაცია", - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე უარს განაცხადებს.