,,რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთან სამოქმედო გეგმის ვარიანტები გადაეცათ.
როგორც იოზვიაკი წერს, საუბარია სამ ვარიანტზე, კერძოდ:
,,მოკლევადიანი ზომები ევროპული დაფინანსებისა და მაღალი დონის შეხვედრების შეჩერებას გულისხმობს.
პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში კი, მოსალოდნელია, რომ დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები, დაწესდეს ვიზები დიპლომატიური პასპორტისთვის და შემცირდეს სამხედრო დახმარება.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში არსებული ვითარება კიდევ უფრო მძაფრ ხასიათს მიიღებს, შეჩერდება სავიზო რეჟიმი და/ან შეჩერდება ევროინტეგრაციის პროცესი",- წერს იოზვიაკი.
The 🇪🇺 options paper on🇬🇪 sent to member states:
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 14, 2024
Short-term measures: pause financing, suspend high-level meetings
If situation deteriorates: individual sanctions,visas for diplo passport,cut military aid/support
Significant deterioration: visa lib suspension, stop 🇪🇺 integration