ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რობერტა მეცოლა: უკრაინისა და მოლდოვას მომავალი EU-შია

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოს შეთანხმებას მიესალმება.

მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვას მომავალი ევროპაშია. 

,,მივესალმები ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უკრაინისა და მოლდოვას მომავალი EU-შია. ევროპარლამენტი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ორივე ქვეყანასთან გაწევრიანების მიმართულებით," - წერს მეცოლა X-ზე.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს. შემდეგი ეტაპია სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.