ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
მისი თქმით, სამშვიდობო სამიტი, რომელიც შვეიცარიაში იმართება, საშუალებას აძლევს ყველა ქვეყანას გამოავლინოს გლობალური ლიდერობა.
,,დღეს მშვიდობის გლობალური სამიტი იწყება რეგისტრირებული 100 სახელმწიფოთი და საერთაშორისო ორგანიზაციით, რომლებიც ყველა კონტინენტიდან და მსოფლიოს კუთხიდან ჩამოდიან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პერსპექტივებს, მაგრამ გაერთიანებულნი არიან საერთაშორისო სამართლითა და ერთმანეთის პატივისცემით.
ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აზია, აფრიკა, ევროპა, წყნარი ოკეანე, ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა - ყველა მათგანი იმყოფება. სამშვიდობო სამიტი საშუალებას აძლევს ყველა ქვეყანას მოისმინოს და გამოავლინოს გლობალური ლიდერობა.
ჩვენ ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს სამართლიანი მშვიდობისკენ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს," - წერს ზელენსკი.
Today, the Global Peace Summit begins with the registered 100 states and international organizations coming from all continents and all parts of the world, representing different perspectives but united by respect to international law and one another.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 15, 2024
Latin America, the Middle…