საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჟოზეფ ბორელს შეხვდა.
როგორც ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, ბორელთან საუბარი განსაკუთრებით დროულია იმ დროს, როდესაც საქართველო კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაგასაყარზეა.
„ჩვენი საუბარი ფოკუსირებული იყო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ურყევ ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი“, - წერს ზურაბიშვილი.
Insightful exchange with @JosepBorrellF at #UAPeaceSummit, especially timely with Georgia at a critical juncture. Our conversation centered on Georgia's European integration. I am confident that October's elections will show, once more, our steadfast dedication to European values pic.twitter.com/55JIJGqtfW
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 15, 2024