ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მოლდოვას პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით  ინფორმაცია გაუზიარა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.

შვეიცარიაში სამიტზე გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და მოლდოვას ევროპული გზის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტმა მაია სანდუს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპულ გზაზე მალე ერთად განაგრძობენ სვლას.

პრეზიდენტებმა შეხვედრისას მოსაზრებები გაცვალეს რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც ორივე ქვეყნის დღევანდელ რეალობასა და ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს. აღინიშნა, რომ რუსეთი საკუთარი ინტერესების მიხედვით, მიმდინარე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენების დროს აძლიერებს ჰიბრიდულ ომს და განსაკუთრებით ააქტიურებს პროპაგანდას, რომელთან გასამკლავებლად ერთობლივი საზოგადოებისა და ხელისუფლების ძალისხმევაა საჭირო.

საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვაში ვეტინგის პროცესით დაინტერესდა, მოლდოვას პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა ინფორმაცია ქვეყანაში ვეტინგთან დაკავშირებით, რომელიც თანხვერდრაშია ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან.