საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისკენ ნაბიჯები.
„შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, საქართველოს ურყევ მოკავშირესთან, უკრაინისთვის მშვიდობის სამიტზე. განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტი და ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისკენ ნაბიჯები; ვისაუბრე “ქართულ ქარტიაზე”, საქართველოსთვის საგზაო რუკაზე, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან,” - წერს ზურაბიშვილი.
With @eucopresident @CharlesMichel , steadfast ally of 🇬🇪, at #UAPeaceSummit
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 15, 2024
Discussed Georgia's political landscape and steps towards securing our European future; talked about the #GeorgianCharter , a roadmap for Georgia aligned with EU recommendations pic.twitter.com/YWbPOfywgg