ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენესკი: მშვიდობის პირველი სამიტი უკრაინისთვის დიდი წარმატებაა, მიმდინარეობს მზადება მეორე სამიტისთვის

შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის დასრულების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრა უკრაინისთვის დიდი წარმატება გახდა და საბოლოო კომუნიკე კიევს სრულიად აკმაყოფილებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამიტის ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, რიგით მეორე ანალოგიური შეხვედრა მალე გაიმართება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს 92 ქვეყნიდან 80-მა დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მხარდამჭერს ქვეყნებს შორის არიან - საქართველო, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ფინეთი, მოლდოვა, პოლონეთი და ასევე ევროპარლამენტი.

კომუნიკეს მხარი არ დაუჭირეს საუდის არაბეთმა, ტაილანდმა, ინდოეთმა, მექსიკამ, სამხრეთ აფრიკამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.