ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფის პირველ მატჩში ერთმანეთს დანიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ანგარიშით 1:1 დასრულდა და ჩემპიონატის დაწყების შემდეგ პირველი ფრე დაფიქსირდა.
პირველი გოლის ავტორი 32 წლის კრისტიან ერიკსენი გახდა, სლოვენიის ნაკრებიდან კი თავი ერიკ იანჟამ გამოიჩინა.