ბათუმში, რუსებსა და ქართველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.
დაპირისპირება იმდენად მასშტაბური იყო, რომ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. TV24-ის გადამღებმა ჯგუფმა ნაცემი რუსეთის მოქალაქე გადაიღო, რომელიც პოლიციელებმა შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა რუსეთის მოქალაქემ ქართველების მისამართით შეიგინა, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდა.
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია კონფლიქტის მონაწილე რამდენიმე ქართველიც.
ავტორი: სულხან მესხიძე