ევრო 2024-ზე ევროპის ვიცე-ჩემპიონმა, ინგლისის ნაკრებმა პირველი მატჩი სერბეთთან გამართა, რომელიც 1:0 დაამარცხა და C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერიც გახდა.
მანამდე, ამავე ჯგუფის პირველი შეხვედრა სლოვენიასა და დანიას შორის ფრედ, 1-1 დასრულდა.
რაც შეეხება ინგლისის მიერ გატანილ გოლს, მე-13 წუთზე, ჯუდ ბელინგემის თავით ზუსტად დარტყმული, აუღებელი გამოდგა და ინგლისი 1 ბურთით დაწინაურდა.
თამაშის განმავლობაში, ბევრი სახიფათო მომენტის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ინგლისმა სერბეთი დაამარცხა.
რაც შეეხება შემდეგ მატჩებს - ინგლისი 20 ივნისს, 20:00 საათზე დანიას დაუპირისპირდება, ხოლო სერბეთი იმავე დღეს, 17:00 საათზე სლოვენიის დამარცხებას შეეცდება.