ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის შემცვლელად არჩევის მაღალი შანსი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს აქვს.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დღევანდელი განცხადების შემდეგ, ვფიქრობ, აშკარაა, რომ ალიანსში ძალიან ახლოს ვართ შემდეგი გენერალური მდივნის არჩევასთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, მარკ რუტე ძალიან კარგი კანდიდატია, რადგან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიდი გამოცდილება აქვს.
„ის ჩემი ახლო მეგობარი და კოლეგაა. ამიტომ, ვფიქრობ, ალიანსი ძალიან მალე შეჯერდება ჩემს შემცვლელზე. ეს ყველასთვის, ნატო-სთვის და, მათ შორის, ჩემთვისას კარგი იქნება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.