ევროპის ჩემპიონატის მეორე ტური B ჯგუფის შეხვედრით გაიხსნა. ხორვატიის ნაკრებმა ალბანეთთნ ფრე, 2-2 ითამაშა.
მე-11 წუთზე, ალბანელმა ქაზიმ ლაჩიმ ალბანეთის ნაკრები დააწინაურა. 74- ე წუთზე ხორვატმა ანდრეი კრამარიჩმა გაათანაბრა. ორ წუთში კი, 76-ე წუთზე, ხორვატები ალბანელების ავტოგოლით დაწინაურდნენ. თუმცა დამატებით დროში ალბანეთმა თამაშის გადარჩენა შეძლო და საბოლოო ანგარიში 2-2 დაფიქსირდა.
რაც შეეხება B ჯგუფის შემდეგ თამაშს, 20 ივნისს, 23:00 საათზე გულშემატკივარი ესპანეთი-იტალიის დაპირისპირებას იხილავს.