ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თინა კანდელაკი ქართველების მხრიდან პუტინის შეურაცხყოფამ აღაშფოთა: სულელი ცხვრები ხართ, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავთ

გუშინ, 18 ივნისს, გერმანიაში გამართულ თურქეთ-საქართველოს საფხებურთო ნაკრებების შეხვედრაზე ქართველი გულშემატივრების „პუტინ ხუილოს" სკანდირებდნენ. კადრები რუსულ ტელეარხებზეც მოხვდა, თუმცა მალევე ამოჭრეს. 

სწორედ აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება პუტინის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, თინა კანდელაკი და წერს, რომ  ეს არ არის პირველი „პროვოკაცია ქართველი ექსტრემისტების მხრიდან". 

„გუშინ, მატჩის დროს ტრიბუნებიდან ისმოდა რუსეთის პრეზიდენტისადმი შეურაცხმყოფელი სიტყვები. ქართველი ექსტრემისტების მხრიდან ეს ახალი არ არის, ჩვენ ერტხელ უკვე ვიხილეთ მსგავსი ქართული ტელეკომპანიის ეთერიდან და კარგად ხედავთ, როგორ დაამთავრა იმ ჟურნალისტმა. 

ახლა უკვე მეორე პროვოკაცია. ეს ქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართველებს კატეგორიულად არ სურთ ამერიკის მაგალითზე გაყოლა და ის, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ხდება, ვაშინგტონში წინააღმდეგობას იწვევს. ამიტომ, რჩება მხოლოდ უხეში პროვოკაცია, რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ბინძური და ვულგარული, ადრე არ მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს. მაგრამ ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც პარლამენტში ჩხუბს იწყებენ, ველურობა გამბედაობის მწვერვალია. როგორც ქართველი ქართველებს, მე გიპასუხებთ - სულელი ცხვრები ხართ, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავთ"