ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინა საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის აღდგენას გეგმავს

კომპანია Ukrferry უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულების საბორნე მიმოსვლას აღადგენს, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეჩერდა.

უკრაინული მედიის ცნობით, პირველი რეისი, ჩერნომორსკიდან ბათუმში, 2 ივლისს შესრულდება და  მარშრუტის გავლას დაახლოებით 60 საათი დასჭირდება.

როგორც Ukrferry-ის ვებსაიტზეა მითითებული, მარშრუტზე რეისს, 1989 წერს გერმანიაში აგებული საავტომობილო/ სარკინიგზო/ სამგზავრო ბორანი Kaunas-ი შეასრულებს, ის Lloyd-ის საკლასიფიკაციო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება,

ბორანზე სხვადასხვა ტიპის კაიუტებში 250 მგზავრის ადგილია. მის ორ სატვირთო გემბანზე კი ერთდროულად შესაძლებელია 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონისა და 50 ტვირთო ავტომობილის განთავსება.