„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
16 ივნისს კომპანია გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
ამ დრომდე ათასობით აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, წყალმომარაგების აღდგენას 6 დღე დასჭირდება.