ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გერმანიის ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა და 6 ქულით A ჯგუფის ლიდერია

ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, A ჯგუფში  გერმანია უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა. მან უკვე 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერობასაც ინარჩუნებს.

პირველი გოლი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა, მუსიალამ 22-ე წუთზე გაიტანა, შემდეგ კი გიუნდოგანის ზუსტი დარტყმით, 67-ე წუთზე ანგრაიშის სხვაობა ორამდე გაიზრდა.

გერმანიის ნაკრებმა ევრო 2024-ზე მეორედ გაიმარჯვა და 6 ქულით A ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, უნგრეთი კი მეორედაც დამარცხდა და შესაბამისად, ნული ქულა აქვს.