რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში ათბალიან ქარიშხალს 2 ადამიანი ემსხვერპლა, თვრამეტი კი დაშავდა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ამბობენ, ერთი მამაკაცი ქარიშხლის შედეგად წაქცეულ ხეს ემსხვერპლა, მეორე კი სამშენებლო კიბის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ქარიშხლის შედეგად დაზიანდა შენობებიც.