„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და მიზნად ისახავს ქართველების იზოლირებას შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის გამო. ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის „უცხოური აგენტების“ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს“, - წერს სალივანი X-ზე.
We are deeply alarmed about democratic backsliding in Georgia. Georgian Parliamentarians face a critical choice - whether to support the Georgian people’s EuroAtlantic aspirations or pass a Kremlin-style foreign agents' law that runs counter to democratic values.
— Jake Sullivan (@JakeSullivan46) May 11, 2024