ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკაზე Lagazzetta.ge-სთან საუბრობს.
ქეცბაიას თქმით, კვარაცხელიას უდიდესი დამსახურებაა, რომ საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს.
,,კვარცხელია ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატივარს ბევრჯერ გაახარებს, როგორც აქამდე გააკეთა.
ყველამ უნდა გაიგოს - კვარაცხელიას უდიდესი დამსახურებაა, რომ საქართველოს ნაკრები დღეს აქ იმყოფება. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად. არის მომენტები, როცა ისე ვერ თამაშობ, როგორც ელოდებიან. ეს თვითონ კვარას ბრალია, რადგან იმხელა დონეზე აწია თამასა, რომ მისი კარგი თამაში ხალხს არ მოსწონს. ხვიჩას თურქეთთან ცუდად არ უთამაშია. ალბათ, სტრესის ბრალიცაა, რომ ის მომენტები, რაც გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ", - განაცხადა ქეცბაიამ.