ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზურიკო დავითაშვილი: რთული თამაში იყო - ჩემი აზრით, ორივე გუნდს შეეძლო მოგება

რთული თამაში იყო. ჩემი აზრით, ორივე გუნდს შეეძლო მოგება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა საქართველო-ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დავითაშვილმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშისას გუნდი სასურველი შედეგის დასადებად ყველაფერს გააკეთებს.

,,პირველ რიგში, მაყურებელს მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ვისურვებდი, რომ შემდეგ თამაშში ყველას უფრო გახარებული დაგვეტოვებინოს სტადიონი. ჩემი აზრით, ორივე გუნდს შეეძლო მოგება... საბოლოოდ ჯამში, ეს ერთი ქულა მიღწევაა ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა.

რაც შეეხება შემდეგ თამაშს, რა თქმა უნდა რთულია თქვა, რომ პორტუგალიის წინააღმდეგ გახვალ და მოიგებ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება ეს თამაში.

მეორე ტაიმში ფსიქოლოგიური მომენტიც იყო. ბურთი ჩვენ აღარ გვქონდა, ხშირად მე არ მქონდა, დაღლაც იყო... გოლიც რომ გავუშვით, შინაგანად ითრგუნები. საბოლოო ჯამში, მეორე ტაიმი რთული გამოდგა ეროვნული ნაკრებისთვის. ბოლო მომენტში შეგვეძლო ამ ყველაფრის შემოტრიალება - დასანანია ეგ მომენტი, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. ფეხბურთში ყველას მოსვლია მსგავსი რამ. ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და გადავერთოთ პორტუგალიის თამაშზე",- აღნიშნა დავითაშვილმა.

საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. დღევანდელი თამაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე გამართული მეორე მატჩია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ივნისს - პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.