ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
აღსანიშნავია, რომ თურქებმა გოლი საკუთარ კარში გაიტანეს (2:0).
პორტუგალიის ნაკრებმა მეორე გამარჯვებასთან ერთად, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს, სწორედ პორტუგალიასთან გამართავს.