ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან 4 რეკორდი დაამყარა

საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან 4 რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, SOFASCORE-ს ცნობით, გიორგი მამარდაშვილის მიერ EURO2024-ზე დამყარებული 4 რეკორდია:

❗️ყველაზე მეტი მოგერიებული ბურთი (11);
❗️ ყველაზე მეტი მოგერიება საჯარიმოს შიგნით (6);
❗️ყველაზე მეტი გოლის პრევენცია (3.19);
❗️ყველაზე მეტი მეტი ჰაერში დაჭერილი ბურთი (5).

ამასთან, ევროპის ჩემპიონატის ყოველი მატჩის შემდეგ უეფა საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს. საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. მამარდაშვილმა შეხვედრაში 10 სეივი მიითვალა.

საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ივნისს - პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.