ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზელენსკი: აშშ-ის მიერ დამტკიცებული დახმარების პაკეტები სრულად და შეყოვნების გარეშე გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების, კერძოდ, აშშ-ის მიერ დამტკიცებული დახმარების პაკეტები უკრაინას სრულად და შეყოვნების გარეშე სჭირდება.

როგორც ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, მადლობელია ყველა პარტნიორის და მათ შორის, აშშ-ის მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დაეხმარა უკრაინას ხარკოვის საზღვრისპირა რაიონში სიტუაციის დასტაბილურებაში.

„დღეს მოვისმინე მთავარსარდალ სირკისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის, უმეროვის ანგარიში ჩვენი ძალების უზრუნველყოფაზე, პარტნიორებისგან მიწოდებებზე. მთავარსარდალმა და მინისტრმა, ასევე მომაწოდეს ინფორმაცია პარტნიორებთან მათი კონტაქტებისა და ჩვენი მოლოდინების შესახებ. ჩვენ მადლობლები ვართ დამტკიცებული პაკეტების, თუმცა ისინი გვჭირდება სრულად, ბრძოლის ველზე შეყოვნების გარეშე და რომ ყველაფერი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ბაიდენთან, იყოს განხორციელებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.