ერთად ყველაფერს შევძლებთ, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მამარდაშვილი გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
,,პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის MVP.
მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა! ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ, #მევარსაქართველო #GM25",- წერს გიორგი მამარდაშვილი.
საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. მამარდაშვილმა შეხვედრაში 10 სეივი მიითვალა. ამასთან, SOFASCORE-ს ინფორმაციით, მამარდაშვილმა ჩეხეთთან 4 რეკორდი დაამყარა.