მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ არ გაბედოთ ის, რაც მუქარა ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველომ აჩვენა, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს და ამას ვერანაირი თვლა ვერ შეცვლის.
„გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას, ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის, ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა. ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები, ვითომ, მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მანამდე კობახიძემ განაცხადა: „ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, მათი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება“.