დაღესტანში უცნობმა პირებმა სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი პოლიციელი, ერთი კი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას მედია დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა დერბენტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ავტომობილით მიიმალნენ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მუშაობენ.
ამასთან, მაჰაჩყალაში დაუდგენელი პირები საგზაო-საპატრულო პოლიციის პოსტს დაესხნენ თავს. მიმდინარეობს ოპერაცია თავდამსხმელების დასაკავებლად.