ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შორენა ლორთქიფანიძე: ეს არის ის საზოგადოება, რომელსაც ვერ მოატყუებ, ვერ დაარწმუნებ, რომ შავი თეთრია

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, შორენა ლორთქიფანიძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები TV24-თან შეაფასა.

მისი თქმით, ის, როგორც „ქართული ოცნება“ მართავს ამ სიტუაციას, ეს არ არის მშვიდობიანი მართვა.

„ეს არის ის საზოგადოება, რომელსაც ვერ მოატყუებ, ვერ დაარწმუნებ, რომ შავი თეთრია, ამიტომ, ეს რაოდენობა, ეს მუხტი, ეს სიმშვიდე, ეს სიმტკიცე, მგონი, ძალიან კარგია.
ამაზე მეტი რა უნდა ქნა, რომ აჩვენო, დაუდასტურო, მმართველ გუნდს, რომ ეს კანონი, პრინციპები, რომელზეც ეს კანონი დგას, აბსოლუტურად მცდარია. ის, როგორც „ქართული ოცნება“ მართავს ამ სიტუაციას, ეს არ არის მშვიდობიანი მართვა.
მე ისეთი ქვეყანა მინდა, და ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ იყვნენ შეკრებილი, ძალიან ბევრნი, ზღვა, ასეთი ქვეყანა გვინდა, სადაც ყველას აზრი გათვალისწინებულია, შეძლებისდაგვარად გადათარგმნილია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში და ყველა ადამიანი ღირებულია. პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობებია საფუძველი.
მე ამას ვაპროტესტებ და კანონი არის ერთ-ერთი ინდიკაცია იმისა, რომ ცუდად არის საქმე - ეს პატივისცემა და ღირსება, რაზეც გველაპარაკებიან სინამდვილეში, რაღაცნაირად გაითელა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.