აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი აცხადებს, რომ სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება მთელი საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილების მძევალი.
მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, „როცა მოკავშირეები დარწმუნდებიან, რომ ის მზადაა შეასრულოს წევრობის ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვა“.
„ღრმად შემაშფოთებელი და სამწუხაროა იმის ნახვა, თუ როგორ ხდება მთელი [ქართული] საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, უკმაყოფილების მძევალი.
სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე საქართველოში ელჩი ვიყავი, ჩვენ ამ მიზნების მისაღწევად საქართველოს პროგრესი არ გვინახავს. ძალიან შემაშფოთებელი იყო ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ყურება, განსაკუთრებით ბოლო თვეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან“, - აღნიშნავს ჯონ ბასი, რომლის განცხადებასაც ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
NEW!! State Department's @UnderSecStateP John Bass on Georgia:
— Alex Raufoglu (@ralakbar) June 24, 2024
“It is both deeply disturbing and saddening to see the aspirations and dreams of entire [Georgian] society being held hostage to grievances of one individual: Bidzina Ivanishvili"#GeorgiaDeservesBetter
1/2