ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჯულიან ასანჟმა ბრიტანული საპატიმრო დატოვა

ლონდონის უზენაესმა სასამართლომა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მან მკაცრი რეჟიმის საპატიმრო უკვე დატოვა და სამშობლოში - ავსტრალიაში გაემგზავრა.

ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა აშშ-ს ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც მან წაყენებული ბრალი აღიარა. ბრალის აღიარების სანაცვლოდ მას ამერიკის ციხეში სასჯელის მოხდა აღარ მოუწევს.

ასანჟის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა 2010 წელს დაიწყო, როდესაც „ვიკილიქსმა“ დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომს ეხებოდა.

ასანჟი 7 წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, 2019 წელს კი ის ბრიტანულმა პოლიციამ დააკავა. იმავე წელს აშშ-მა ასანჟის ექსტრადირება მოითხოვა. ასანჟმა ბოლო 5 წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა.