ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თამარ კორძაია: ნუ იტყუება ირაკლი კობახიძე და წინასწარ ნუ აანონსებს კანონდარღვევებს, მაშინ როცა არავინ არ ფიქრობს კანონდარღვევაზე

პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ პარლამენტთან დაგეგმილი აქციისა და პრემიერ-მინისტრის განცხადების შესახებ 24-თან ისაუბრა.

მისი თქმით, ხალხი ამაღამ იკრიბება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეაგნებინოს და აჩვენოს ხელისუფლებას, რომ ისინი არიან ამ კანონის წინააღმდეგნი.

„მათი კვლევები არაფერს არ აჩვენებს აბსოლუტურად, ეს არის სრული აბსურდი, მათი ტყუილი და პროპაგანდა. ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი აქციის მონაწილეების მხრიდან, რომ მათ უნდათ, პარლამენტის იმ წევრებმა, ვინც ამ კანონს უჭერს მხარს, თვალებში ჩახედონ და ისე შევიდნენ სხდომათა დარბაზში. არავითარ ძალადობაზე საუბარი არ არის და ნუ იტყუება ირაკლი კობახიძე და წინასწარ ნუ აანონსებს კანონდარღვევებს, მაშინ როცა არავინ არ ფიქრობს კანონდარღვევაზე“ - ამბობს თამარ კორძაია.

ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების თანახმად, რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, რაც დაუსჯელი არ დარჩება.