ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს: ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნიკა მელიამ გუშინ ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილი ერთი-ერთში გაიმეორა.

როგორც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, მისი გუნდია ქართველი ხალხი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს!

„გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც, სამწუხაროდ, ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს. სხვათა შორის, დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძის მიერ შეკერილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სასამართლო იმ ადამიანებთან ერთად მასამართლებს, რომლებზეც ნიკა მელია გუშინ მთელი ეთერის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მსგავსად საუბრობდა.

რაც შეეხება ჩემს გუნდს, ჩემი გუნდია ქართველი ხალხი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს!

და ჩვენ შორის ვერავინ და ვერაფერი ჩადგება, მათ შორის ვერც ციხის გისოსები“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.