ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვანო მაჭავარიანი: რასაც ისინი აკეთებენ კანონის მიღებამდე ძალადობით, მუქარით და დაშინებით, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის გადადგომის მიზეზი გახდებოდა

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ვანო მაჭავარიანი საზოგადოებრივ პროტესტსა და პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას TV24-თან აფასებს.

მისი თქმით, ძალადობას გაგრძელება ექნება, მაგრამ ხალხს არ ეშინია.

„ჩვენ ვხედავთ არამარტო რუსული კანონის მიღების, არამედ რუსული მმართველობისა და ფაქტობრივად ე.წ. საპოლიციო რეჟიმის (რომელიც ძალიან ახლოს არის დიქტატურასთან) დამყარების მცდელობას.

რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო პერიოდში, ის არაპროპორციული არალეგიტიმური ძალაც კი, რომელიც გამოიყენა ხელისუფლებამ კონკრეტული ადამიანების, მომიტინგეების, დემონსტრანტების, პოლიტიკოსების თუ სხვების მიმართ, მათ ნელ-ნელა საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებს გარეთ აყენებს და ხდის მათ არალეგიტიმურს.

რასაც ისინი აკეთებენ კანონის მიღებამდე ძალადობით, მუქარით და დაშინებით, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის გადადგომის მიზეზი გახდებოდა და პრემიერ-მინისტრი დღევანდელ ბრიფინგზე მისი და მთავრობის გადადგომაზე ისაუბრებდა.

ნებისმიერი ასეთი ძალადობრივი ავტორიტარული სისტემა იწყებს სწორედ ასეთი კანონებით, ე.წ. შერბილებული ვარიანტით, ხალხის დაშინებით, იმედგაცრუებით... ჩვენ ვხედავთ, რომ ძალადობას გაგრძელება ექნება, მაგრამ ხალხს არ ეშინია, ძალიან მტკიცედ დგას“ - ამბობს მაჭავარიანი.