საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მესამე მატჩს პორტუგალიასთან მართავს. მეორე წუთზე მიქაუტაძის პასით გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და ანგარიში 1-0 გახდა.
დაძაბული მატჩის მიუხედავად, მეტი ბურთი შეხვედრაში არ გასულ და პირველი ტაიმი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
ჩვენს გუნდს საწყის ორ მატჩში ერთადერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.