ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მიტჩელი „აგენტების კანონზე“: შესაძლებელია, რომ ივანიშვილს ამის გაკეთება მოსკოვიდან აიძულეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, ექსპერტმა, ლინკოლნ მიტჩელმა TV-24 -თან ექსკლუზიურ ინტერვიუში „აგენტების კანონზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ არაა გამორიცხული, მოსკოვიდან ბიძინა ივანიშვილს ამის გაკეთება მართლა აიძულეს.

მისი თქმით, არსებობს მეორე ვარაუდიც, რომ ივანიშვილის თავად გაუჩნდა ეს იდეა, რადგან არასამთავრობოებზე იყო გაბრაზებული. 

„მაქვს რამდენიმე ჰიპოთეზა. პირველი ისაა, რასაც ყველა ამბობს - რომ მოსკოვიდან ბიძინა ივანიშვილს ამის გაკეთება აიძულეს. ეს სრულიად შესაძლებელია. მაგრამ ამაში 100 პროცენტით არ ვარ დარწმუნებული. არსებობს მეორე ვარაუდი, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია. ბიძინას თავად გაუჩნდა ეს იდეა. ის რაღაც გარემოებაზე იყო გაბრაზებული, მას ისედაც არ მოსწონდა არასამთავრობო ორგანიზაციები და გააჟღერა ეს იდეა, კანონთან დაკავშირებით. იმ მმართველობიდან გამომდინარე კი, რომელიც მან ჩამოაყალიბა არ არსებობს ადამიანი, რომელიც მას მარტივად ეტყვის - „არა“! „ეს საშინელი იდეაა“! მან დაითხოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც ამას ურჩევდა. ავიღოთ ღარიბაშვილი - მისი სიტყვით გამოსვლა „სი-პაკზე“ ვნახეთ, ეს პრო-რუსული ორგანიზაციაა. კობახიძე, რომელიც პრემიერ-მინისტრია, მას არასდროს მოუხდენია იმის დემონსტრირება, რომ ევროპის ან ნატოს მიმართულებით აპირებს სვლას. მას არასდროს გაუმახატავს სიმპატია არასამთავრობო სექტორის მიმართ. ასე, რომ ივანიშვილს ვერავინ ეტყოდა, რომ კანონის მიღება არის საშინელი აზრი“, - აცხადებს მიტჩელი.