აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, ჯო ბაიდენთან გამართული დებატების დროს განაცხადა, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს.
ექს პრეზიდენტის თქმით, პუტინს მთელი უკრაინის დაპყრობა სურს და რუსეთი ამ ომს არასდროს დაიწყებდა, აშშ-ის რომ „ლიდერი ჰყოლოდა“.
„უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს. მათ ადამიანების რაოდენობა ეწურებათ, ეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა. ამდენი ხალხი დაკარგეს. მათ დაკარგეს დიდებული ქალაქები ოქროს ათასწლოვანი გუმბათებით - ყველაფერი მის (ბაიდენის) და მის მიერ მიღებული სულელური გადაწყვეტილებების გამო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი არასოდეს დაესხმებოდა თავს უკრაინას“, - აღნიშნა ტრამპმა.