აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნები დანიშვნის ბრძანებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
არჩევნები 1-ელ სექტემბერს გაიმართება.
21 ივნისს მმართველი პარტიის დეპუტატებმა ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ალიევს მიმართეს და განხილვების დროს, დეპუტატებმა მისი დანიშვნა მიზანშეწონილად ჩათვალეს.
მიმდინარე წლის თებერვალში, ილჰამ ალიევმა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.