ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შოთა შალელაშვილი: 30 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია - მჯერა, რომ ეს ჩვენთვის ისტორიული მატჩი იქნება, ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი გამოგვივა!

„თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შოთა შალელაშვილმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მერვედფინალში გასვლა მიულოცა და დიდი გამარჯვება უსურვა.

მისი თქმით, 30 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია და საჭიროა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მივიდეს სტადიონზე. 

„დღეს ჩვენს ფეხბურთის გუნდს სერიოზული მხარდაჭერა აქვს ქვეყნის ყველა მოქალაქის მხრიდან.

ქვეყნის მოქალაქეების ვალი იყო შეგვექმნა პირობები თქვენთვის, ეს პირობები გამოიხატება საყოველთაო სიყვარულში და მხარდაჭერაში, რომლითაც თითოეულმა ჩვენთაგანმა უანგაროდ დაგაჯილდოვეთ და ეს ყველაფერი თქვენ დამსახურებულად მოიპოვეთ. მთელი საქართველო დღეს თქვენ შემოგცქერით და ელოდება ეროვნულ დღესასწაულს.

იმ სასწაულისათვის, რასაც 1/8 ფინალში გასვლა ჰქვია, უდიდესი მადლობა, შეუძლებელი შეძელით.

ჩვენ მხოლოდ წარმატებას და დიდ გამარჯვებას გისურვებთ, დანარჩენი თქვენზეა, თქვენ უნდა ითამაშოთ და გაიმარჯვოთ!

ჩვენ დღეს ვართ ერთი ოჯახი, ჩვენთვის თითოეული თქვენი თამაში ფინალს ჰგავს. გუნდი არ არის მხოლოდ ის, ვინც მოედანზე თამაშობს, ეს არის დიდი, უზარმაზარი ოჯახი.

30 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე. მჯერა, რომ ეს ჩვენთვის ისტორიული მატჩი იქნება, ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი გამოგვივა!“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში 30 ივნისს ჩატარდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.