ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლები: საფუძველი იმის, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნას, არ არსებობს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ პარტიამ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო კანდიდატობიდან უნდა მოხსნას.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლების განცხადებით კი, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენს საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

„ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამომრჩევლები ეთანხმებიან ამას“, – განაცხადა ბაიდენის ერთ-ერთმა მრჩეველმა „სიენენთან“ საუბრისას.

ამასთან, ბაიდენის საარჩევნო კამპანიის სპიკერის, სეთ შუსტერის განცხადებით, ჯო ბაიდენი არ დატოვებს რბოლას.