ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პოლონეთში სიგარეტის ქურდობისთვის 44 წლის ქართველი დააკავეს

პოლონეთში სიგარეტის და სანთებელას ქურდობისთვის 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, 25-26 ივნისის ღამეს, ბრალდებულმა მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრია, შიგნით შეიჭრა და მხოლოდ სიგარეტი და სანთებელა მოიპარა. ზარალმა თითქმის 3000 პოლონური ზლოტი შეადგინა. 

საქართველოს მოქალაქე ამტკიცებს, რომ  მას ფული თან არ ჰქონდა და აღნიშნული ქმედება ამიტომ ჩაიდინა.

მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა, როგორც მედია წერს, ის გისოსებს მიღმა უფრო დიდხანს აღმოჩნდება, რადგან სხვა დანაშაულისთვის 1-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი ჰქონდა.