უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 10 ,,შაჰიდის" ტიპის დრონიდან ათივე ჩამოაგდეს.
მათივე ცნობით, დრონები ჩამოაგდეს მიკოლაევში, ხერსონში, დნეპროპეტროვსკში, კიროვოგრადის, ჩერკასისა და ვინიცის რეგიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები.