მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის გათავისუფლება შევძელით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელიც ტყვეების გათავისუფლებაზე მუშაობს.
"მიუხედავად ყველა სირთულისა, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 ჩვენიანის გათავისუფლება შევძელით. ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, ნარიმან ძელიალი ყირიმში ჯერ კიდევ 2021 წელს აიყვანეს. სამოქალაქო პირები ოლენა პიეხი და ვალერი მატიუშენკო 2017-2018 წლებიდან ტყვეობაში იმყოფებოდნენ. უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მღვდლები, ბოჰდან ჰელეტა და ივან ლევიცკი ტყვედ ჩავარდნენ ბერდიანსკში ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. გარდა ამისა, ბელარუსიაში ტყვედ ჩავარდნილი კიდევ ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე: მიკოლა შვეცი, ნატალია ზახარენკო, პავლო კუპრიენკო, ლუდმილა ჰონჩარენკო და კატერინა ბრიუხანოვა. ყველა მათგანი ახლა თავისუფალია და უკრაინაშია.
მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დამეხმარა. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, რომელიც მუშაობს ტყვეების გათავისუფლებაზე. ასევე მინდა აღვნიშნო წმინდა საყდრისის ძალისხმევა ამ ადამიანების სახლში მიყვანისთვის. ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ყველა ჩვენიანს", - წერს ზელენსკი.
We have managed to free 10 more of our people from Russian captivity, despite all the difficulties.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 28, 2024
Nariman Dzhelyal, Deputy Head of the Mejlis of the Crimean Tatar People, was captured in Crimea back in 2021. Olena Piekh and Valeriy Matiushenko, civilians, have been held…