ერთადერთი ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება“, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ოპოზიცია ამ ქვეყნის მტერია.
„ერთი რამ უნდა გავიგოთ ყველამ, ესენი არიან ამ ქვეყნის მტრები. ისინი მოქმედებენ სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, რასაც უბრძანებენ, რასაც დაავალებენ აკეთებენ იმას და ის, რასაც აკეთებენ, საქართველოს ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ყველაფერი კეთდება მათი მხრიდან იმისთვის, რომ როგორმე ქვეყანა დააზიანონ, როგორმე დააზიანონ ქვეყნის ევროპული მომავალი და პირდაპირ ვიტყვი, ერთადერთი ძალა ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება“, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, - აღნიშნა კალაძემ.