ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვილი სანიოლი: თავდაჯერებულები ვართ, რადგან დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს

ხვალ ახალი მატჩია და ახალ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. თავდაჯერებულები ვართ, რადგან დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ესპანეთთან უმძიმესი დაპირისპირება ელის, მაგრამ ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

„ესპანეთთან ბოლო სამ წელიწადში ოთხჯერ წავაგეთ. ამ გუნდს კარგად ვიცნობთ და იმედი მაქვს, ხვალ განსხვავებული შეხვედრა იქნება. ჩვენს მეტოქეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბურთი არ გაუშვია და ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა. უმძიმესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

ესპანეთიც პორტუგალიასავით დიდი გუნდია, მაგრამ გვინდა, მათ და ევროპას ვაჩვენოთ, რომ კარგები მხოლოდ დაცვაში თამაშისას არ ვართ და ბურთის კონტროლიც შეგვიძლია. პორტუგალიასთან გვქონდა ეს ნიშნები და ხვალაც იმავეს ვეცდებით. მხოლოდ დაცვაზე ფიქრით არაფერი გამოგვივა. ესპანეთს ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, გუნდურადაც ძალიან მაგარი გუნდია. თუმცა, ვფიქრობ, ჯგუფურ ეტაპზე კარგი რაღაცები საქართველომაც აჩვენა.

ხვალ ახალი მატჩია და ახალ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. თავდაჯერებულები ვართ, რადგან დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს. ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ და ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირზე თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ მოგვეცა

ამ ევროპის ჩემპიონატზე ჩემთვის საქართველო უკვე გამარჯვებულია და მოუთმენლად ველით კიდევ ერთ მატჩს ამ ტურნირზე და საქართველოს ჰიმნის კიდევ ერთხელ გაჟღერებას“, - განაცხადა სანიოლმა.