რთული მატჩი იქნება, სოლიდური მეტოქე გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ სრული კონცენტრაციით უნდა ითამაშოს.
,,ვფიქრობ გახსნილ და შემტევ ფეხბურთს ითამაშებენ, დაცვაში უშეცდომოდ და სრული კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ და შეტევაში ჩვენს შანსებს დაველოდოთ", - აღნიშნა მამარდაშვილმა.
ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა კიოლნში 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.